ლევან გორგაძემ კოტოეკო დაამარცხა და ბალანსი გაათანაბრა (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში დღეს ნოემბრის ბაშოს მეექვსე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის (192სმ, 176კგ) მეტოქე მასზე ბევრად უფრო ტანმორჩილი იაპონელი კოტოეკო (177სმ, 131კგ) იყო. ერთმანეთს შორის დღემდე გამართულ ერთადერთი შეხვედრის შემდეგ წინ ლევანი იყო. ნოემბრის ბაშოზე კოტოეკოს ერთადერთი მარცხი ჰქონდა ლევანს კი – სამი.

შეხვედრა ძალზე საინტერსო და ლამაზ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ლევანზე ბევრად ტანმორჩილი კოტოეკო ვერცხლისწყალივით სწაფად მოძრაობდა, თავს შეუპოვრად იცავდა და საპასუხო შეტევებზე გადასული ლევანს აყენებდა კრიტიკულ მდგომარეობაში.

საბოლოოდ ტოჩინოშინმა ძალასთან ერთად ტექნიკის დემონსტრირებაც მოახდინა და კოტოეკო უვატენაგეს ილეთით დაამარცხა

ექვსი დღის შემდეგ ლევანს 3 გამარჯვება აქვს სამი მარცხის წილს.

ხვალ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოჩინოშინი მასზე ნახევარი საფეხურით დაბლა მდგომ დასავლეთის მე-7 მაეგაშირას, იაპონელ შოტა ენდოს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 7:6 ტოჩინოშინის სასარგებლოდ. მას ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ ჰყავს დამარცხებული ენდო. მიმდინარე ბაშოზე ენდომ საწყისი 4 შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი ორი მარცხი განიცადა.

ნოემბრის ბაშოზე დაუმარცხებლად სამი რიკიში ასპარეზობს: ოძეკი ტაკაკეიშო, კომუსუბი ტერუნოფუჯი და მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად