ლევან გორგაძემ კაისეი დაამარცხა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ნოემბრის ბაშოს ბოლოსწინა დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე დღეს ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იყო. ორივე მათგანმა დასაწყისშივე მოიგდო ხელთ მეტოქის მავაში და ღონის დემონსტრირება დაიწყო.

ლევან გორგაძე მასზე ბევრად მძიმე წონასაც ბრაზილიელზე ღონიერი აღმოჩნდა და იორიკირით გაიყვანა მეტოქე დოჰიოდან.

შეჯიბრების დასრულებამდე ერთი დღით ადრე ლევან გორგაძემ დადებით ბალანსი დაფიქსირა და ბანძუკეში დაწინაურება ელის. რამდენით წინ წაიწევს ტოჩინოშინი, ეს მის ხვალინდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული. დასკვნით შეხვედრაში მისი მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იქნება. ტაკანაშოს ბაშოზე 8 შეხვედრა აქვს მოგებული, ურთიერთშეხვედრებში კი ორ შეხვედრაში ორჯერ გაიმარჯვა.

ბაშოზე გამარჯვების შანსი მხოლოდ ოძეკ ტაკაკეიშოს და კომუსუბ ტერანოფუჯის დარჩა. ტაკაკეიშოს 13, ტერანიფუჯის კი 12 მოგება აქვს. ხვალ ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ტერანოფუჯის გამარჯვების შემთხვევაში იმპერატორის თასის მფლობელის ვინაობის გასარკვევად მათ შორის დამატებითი ბრძოლა შედგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად