ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს შოტა ენდო დაამარცხა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ჰაცუ ბაშოს მე-4 დღის შეხვედრები გაიმართა.

ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინი (აღმოსავლეთის N4 მაეგაშირა) აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირას, იაპონელ ენდოს შეხვდა.

ენდომ დასაწყისში კარგი პოზიცია მიიღო, კარგი ჩავლება ჰქონდა და ტოჩინოშინი დოჰიოს კიდემდე მიიყვანა და გამარჯვებას თითქოს აღარაფერი აკლდა, მაგრამ მეტოქეს ღონით ვერ აჯობა. ტოჩინოშინმა შეძლო მისი შეტევის შეჩერება და თავად გაიყვანა იორიკირით ენდო დოჰიოდან.

ტოჩინოშინს ორი დღის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს.

ხვალ ტოჩინოშინი ოძეკ ასანოიამას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად