ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

ოსაკაში, ჰარუ ბაშოზე, თხუთმეტიდან ათი დღე მიილია

შეჯიბრების მე-9 დღეს მიოგირიუს მიერ ჰენკას გამოყენებაზე დაგვიანებული რეაქციის შედეგად სწრაფად დამარცხებული ტოჩინოშინი ამჯერად არ დააბნია შოჰოზანის მიერ ჰენკაზე წასვლის მცდელობამ, უმალვე შეცვალა თავდაპირველი ჩანაფიქრი, საკმაოდ ადვილად მოიგერია უკეთეს სიტუაციაში აღმოჩენილი მეტოქის შეტევები და საბოლოოდ ოშიდაშით გაიმარჯვა.
 
ჰარუ ბაშოს ათი დღის თავზე ტოჩინოშინს 4 გამარჯვება აქვს 6 მარცხის წილს. ხვალ მისი მეტოქე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკია. მას ბაშოზე 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
 
დღეს ონოშოსთან დამარცხების მიუხედავად ლიდერობა შეინარჩუნა ჰაკუჰომ, თუმცა მას მე-13 მაეგაშირა აოიამა წამოეწია. ორივე მათგანს ცხრა-ცხრა გამარჯვება აქვს.
 
ბაშოს დასრულებამდე 5 დღეა დარჩენილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად