A1 ბანერი

ლევან გორგაძემ გაიმარჯვა (ვიდეო)

ოსაკაში ჰარუ ბაშოს მეოთხე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ (186 სმ, 199 კგ) 24 წლის იაპონელ ჯეელს, ვაკატაკაკაგეს (181სმ, 123 კგ) ხვდებოდა. გაგამარუსთან შედარებით ბუმბულივით მსუბუქმა ვაკატაკაკაგემ დიდხანს ირბინა დოჰიოზე და არ მისცა თეიმურაზ ჯუღელს მიახლოების საშუალება, მაგრამ ბოლოს ჩევენმა გოლიათმა მოახერხა მის დატორვას და ხატაკიკომის ილეთით დოჰიოზე დაგდება. გაგამარუმ მეტოქეს პირველი მარცხი აგემა ბაშოზე, თავად კი მეორე გამარჯვება მიითვალა.

მაკუჩი დივიზიონში ოძეკობის წოდების შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ტოჩინოშინი (191 სმ, 175 კგ) იაპონელ აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას, ნიშიკიგის (186 სმ, 175 კგ) ხვდებოდა. შეხვედრას ლევანისთვის იპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. მას საკუთარი ზალების რწმენისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდა მიჯრით განცდილი ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება. ლევანის სასტარტო მღელვარებამ ფალსტარტშიც იჩინა თავი. საბედნიეოროდ ლევანმა შეზლო უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მეტოქის წარმოუდგენელი წინააღმდეგობის დაძლევა (მავაშიში ხელებჩავლებულ ლევანს გაუძალიანდა) და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ხვალ ლევანი ბრაზილიელ გოლიათს, კაისეის შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...