ლევან გორგაძემ დაძაბულ და სანახაობრივად მიმზიდველ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ჰაცუ ბაშოს მე-13 დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი, რომელსაც მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) ბაშოს მე-11 დღეს გაუფორმდა, დღეს დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა.

დაძაბული და სანახაობრივად ლამაზი ორთაბრძოლა საბოლოოდ ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა. მას 13 დღის შემდეგ მხოლოდ 4 გამარჯვება აქვს და ბანძუკეში დიდი ვარდნის თავიდან ასაცილებლად დარჩენილი ორი შეხვედრის მოგება ესაჭიროება.

ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის მე-16 მაეგაშირა აკისეიამას შეხვდება. მათ 2014 წელს, ჯურიო დივიზიონში, 2 შეხვედრა აქვთ ერთმანეთთან გამართული. ორივეჯერ ტოჩინოშინს, ორივეჯერ იორიკირით აქვს გამარჯვება მოპოვებული.

ჰაცუ ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე 11-11 გამარჯვება აქვთ ოძეკ შოდაის და დასავლეთის პირველ მაეგაშირა დაიეშოს. 9-9 გამარჯვებით იმპერატორის თასის მოპოვების თეორიულ შანსს ინარჩუნებენ ოძეკი ასანოიამა, სეკივაკე ტერუნოფუჯი, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იჩინოჯო და დასავლეთის მე-15 მაეგაშირა კოტონოვაკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად