ლევან გორგაძემ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ნოემბრის ბაშოს მერვე დღის შეხვედრები დასრულდა.
დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირას, იაპონელ მეისეს შეხვდა. დღემდე გამართულ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 3:0 იყო მეისეის სასარგებლოდ. ნოემბრის ბაშოზე ორივეს 4-4 მოგება ჰქონდა.
მეისეის გულშემატკივართა მოლოდინი, რომ იგი ამჯერადაც გაიმარჯვებდა, არ გამართლდა. ლევანმა 4 წამში გაიმარჯვა ჰატაკიკომით.
რვა დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 5 გამარჯვება და 3 წაგება აქვს.
ხვალ ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია – 2:2. მიმდინარე ბაშოზე რიუდენს 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ბაშოს დასრულებამდე 7 დღით ადრე დაუმარცხებელი ერთადერთი რიკიში დარჩა – ოძეკი ტაკაკეიშო.