ლევან გორგაძემ ბაშოს ბოლო დღეს ლამაზი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

ნაგოიაში დასრულდა მიმდინარე წლის მე-4 ბაშო

ნაგოა ბაშოს ბოლო დღეს ლევან გორგაძეს 6 გამარჯვება ჰქონდა 8 მარცხის წილ და წაგების შემთხვევაში მაკუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა.

ტოჩინოშინის მეტოქეს, აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა კოტოეკოს ბაშოზე მხოლოდ 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და გამარჯვება, ცხადია, მასაც ჰაერიით ესაჭიროებოდა.

მეტად დაძაბულ შეხვედრის მე-17 წამზე ცალი ფეხით ტავარასთან (ტავარა არის ბრინჯის ნამჯისგან დამზადებულ წნული, რომლითაც წრის ფორმითაა შემოსაზღვრული დოჰიო – „აიპრესი”) მყოფმა ტოჩინოშინმა მარჯვენა ხელიც ჩაავლო მავაშიში კოტოეკოს, ჰაერში აიტაცა, ტანგოს მოცეკვავევესავით დაატრიალა იგი ჰაერში და ფრთხილად დასვა დოჰიოს მიღმა.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ლევან გორგაძემ ბაშო მინიმალური მაკე-კოშით დაასრულა და მისი მაკუჩი დივიზიონიდან გავარდნის შანსი უაღრესად მცირეა

იმპერატორის თასის მფლობელი ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა. მან დღეს მისებრ 14 გამარჯვების მქონე მონღოლ ოძეკს, იოკოძუნობის კანდიდატ ტერუნოფუჯის სძლია

კომენტარები
იტვირთება...