ლევან გორგაძემ ბაშო ტაკანოშოსთან გამარჯვებით დაასრულა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ნოემბრის ბაშო დასრულდა

მეთხუთმეტე შეხვედრა ტოჩინოშინს იაპონელ სეკივაკესთან – ტაკანოშოსთან ჰქონდა. მასთან გამართულ შეხვედრებში ტოჩინოშინს დღემდე არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული, დღეს კი არცთუ ძნელად დაამარცხა იგი და ბაშო ცხრა გამარჯვებით დაასრულა.

ტოჩინოშინი ახალ ბანძუკეში სავარაუდოდ მე-7 მაეგაშირადან მე-3 ან, უკიდურეს შემთხვევაში, მე-4 მაეგაშირამდე აღზევდება.

იმპერატორის თასი ოძეკმა ტაკაკეიშომ მოიპოვა. მან დასკვნით შეხედრა დათმოკომუსუბ ტერანოფუჯისთან და ასპარეზობა მის მსგავსად 13 მოგებით დაასრულა, დანიშნულ დამატებით შეხვედრაში კი რევანში აიღო და იმპერატორის თასს დაეუფლა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად