ლევან გორგაძემ ასანოიამა “დააგდო” და ბალანსი გაანულა (ვიდეო)

დღეს ტოკიოში ჰაცუ ბაშოს მე-10 დღის შეხვედრები იმართება

ახლახანს დასრულდა ტოჩინოშინის და იაპონელი სეკივაკე ასანოიამას შეხვედრა
 
ლევან გორგაძემ ბრწყინვალედ “იომა” და შეძლო შიტატენაგეს ილეთით ასანოიამას “მოსროლა” დოჰიოდან
 
ათი დღის თავზე ლევანს 5 გამარჯვება აქვს 5 მარცხის წილ
 
ხვალ ლევან გორგაძე ოკინოუმის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 8:5 ლევან გორგაძის სასარგებლოდ

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად