ლევან გორგაძემ აკი ბაშოს მესამე დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მესამე დღის შეხვედრები გაიმართა.

აკი ბაშოს მე-3 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა, 27 წლის იაპონელ იუტაკაიამა (სიმაღლე 185, წონა 173სმ) შეხვდა. ურთიერშეხვედრებში ლევანი მას 3:0 უგებდა. მიმდინარე ბაშოს საწყისი ორი შეხვედრა ორივემ წააგო. ერთი და იგივე მეტოქეებთან, ტერუცუიოშთან და კირიბაიამასთან წააგო.
 
დღევანდელ შეხვედრაში ტოჩინოშინმა არ უღალატა ტრადიციას და მიუხედავად იმისა, რომ იუტაკაიმა ორჯერ შეძლო რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მეტოქე მეოთხედ დაამარცხა. გამარჯვება ტოჩინოშინმა ოშიდაშის ილეთით მოიპოვა. სამი დღის შემდეგ ლევანს ერთი გამარჯვება აქვს ორი მარცხის წილ.
 
ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის მე-5 მაეგაშირას, 33 წლის იაპონელ ტაკარაფუჯის (სიმაღლე 185 სმ, წონა 166 კგ) შეხვდება. აქამდე ურთიერთშორის ჩატარებული 19 შეხვედრიდან ტოჩინოშინს 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული. 2017-2020 წლებში გამართული ექვსი შეხვედრიდან 6-ივე ტოჩინოშინმა მოიგო, ექვსივე სხვადასხვა ილეთით. აკი ბაშოზე ტაკარაფუჯის 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად