ლევან გორგაძე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა (ვიდეო)

ტოკიოში ჰაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღის შეხვედრები გაიმართა

დღეს ყოფილი ოძეკი, ამჟამად კი მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ბალანსი 5:8), ასევე ყოფილ ოძეკს, ამჟამად სეკივაკეს, ტაკაიასუს (ბალანსი (4:9) შეხვდა. ორივე რიკიში ბაშოზე წარუმატებლად ასპარეზობს, ორივე უარყოფითი ბალანსით ასრულებს მას და დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვება მომავალი ბაშოსთვის მათ მხოლოდ მცირედით ვარდნის მომასწავებელია, დამარცხება კი – პირიქით, მნიშვნელოვნად დახევს მათ უკან.

შეხვედრა ტაკაიასუმ უვატენაგეს ილეთით მოიგო და ლევან გორგაძეს ბალანსი 5:9-ზე გაუხდა.

დღევანდელი დღის შემდეგ იმპერატორის თასის მოგების შანსი მხოლოდ ორ რიკიშს დარჩა – მაკუჩი დივიზიონში დაბრუნებულ და მე-17 მაეგაშირის რანგში მებრძოლ ტოკუშორიუს და მე-4 მაეგაშირა შოდაის. მათი დღევანდელი შეხვედრა ტოკუშორიომ მოიგო და ბოლო დღის წინ მას 13, შოდაის კი 12 გამარჯვება აქვს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად