ლევან გორგაძე ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეორე დღის შეხვედრები გაიმართა.

შემოდგომის სუპერტურნირი მთავარი ფავორიტების, ჰაკუჰო და კაკურიუს გარეშე მიმდინარეობს. მონღოლი იოკოძუნები აკი ბაშოზე ტრავმების გამო არ მონაწილეობენ.

დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მასზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, 25 წლის იაპონელი ტერუცუიოში (სიმაღლე 169 სმ, წონა 113 კგ) იყო. მათ შორის ამ ტურნირამდე გამართულ ერთადერთ შეხვედრა 2020 წლის მარტის ბაშოზე შედგა და იგი შიტატენაგეს ილეთით ტერუცუიოშმა მოიგო.

ლევან გორგაძემ დღევანდელ შეხვედრაში ვერ შეძლო რევანშის აღება. იგი იორიკირით დამარცხდა და ბალანსი ნული ორთან გაუხდა.

ხვალ ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას, 27 წლის იაპონელ იუტაკაიამას (სიმაღლე 185, წონა 173სმ) შეხვდება. ურთიერშეხვედრებში ლევანია დაწინაურებული – 3:0. აკი ბაშოს საწყისი ორი შეხვედრა იუტიკაიამასაც იგივე მეტოქეებთან, ტერუცუიოშთან და კირიბაიამასთან აქვს წაგებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად