ლევან გორგაძე: როგორც იქნა, წყალი გემრიელად დავლიე!

ტოკიოში, აკი ბაშოს მესამე დღის შეხვედრაში ლევან გორგაძემ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტრავმებით გაწამებულმა ტოჩინოშინმა მაისიდან მოყოლებული დღემდე ზედიზედ ცხრა შეხვედრა წააგო და, ბუნებრივია, კიდევ ერთი წაგება ძალზე მტკივნეული იქნებოდა.

საბედნიეროდ ტოჩინოშინმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი სული და მეტად მოწადინებულ და კარგ ფორმაში მყოფ აღმოსავლეთის N1 მაეგაშირასთან, იაპონელ ჰოკუტოფუჯისთან უაღრესად ეფექტური ფინალის მქონე დაძაბულ და სანახაობრივი თვალსაზრისით ლამაზ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

“როგორც იქნა, წყალი გემრიელად დავლიე!”, – განაცხადა კარგ ხასიათზე მყოფმა ტოჩინოშინმა იაპონელი ჟურნალისტების წინაშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად