ლევან გორგაძე რიუდენთან დამარცხდა (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ნოემბრის ბაშოს მეცხრე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირას, იაპონელ რიუდენს შეხვდა. დღემდე გამართულ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარი იყო – 2:2.
 
დღევანდელ დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება რიუდენს ხვდა წილად.
 
ცხრა დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 5 გამარჯვება და 4 წაგება აქვს.
 
ხვალ ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირას, მონღოლ იჩინოჯოს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 17:6 გორგაძის სასარგებლოდ. ნოემბრის ბაშოზე იჩინოჯოს 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად