ლევან გორგაძე ოკინოუმისთან დამარცხდა (ვიდეო)

ტოკიოში ჰაცუ ბაშოს დასკვნითი მესამედის შეხვედრები მიმდინარეობს.

ტოჩინოშინს, გუშინ სეკივაკე ასანოიამას დამარცხების შემდეგ, დღეს დადებით ბალანსზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. მისი მეტოქე მე-4 მაეგაშირა, იაპონელი ოკინოუმი იყო. ლევან გორგაძის მიერ კარგად დაწყებული შეხვედრის გამარჯვებით დაგვირგვინებას თითქოს ბევრი აღარაფერი აკლდა, მაგრამ მეტოქემ ბოლო მომენტში შეძლო ლევანის შეტევის მოგერიება და საპასუხო იერიშის დროს იორიკირით გაიყვანა იგი დოჰის წრიდან

11 დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 5 მოგება აქვს 6 მარცხის წილ. ხვალ მისი მეტოქე ოძეკი, იაპონელი ტაკაკეიშო იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 7:2 ტაკაკეიშოს სასარგებლოდ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად