ლევან გორგაძე მაკუჩი დივიზიონიდან გავარდნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა (ვიდეო)

დღეს, ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მეცამეტე დღის შეხვედრები გაიმართა

ტოჩინოშინს დღევანდელი დღის წინ 5:7-თან ჰქონდა ბალანსი და ბაშოს კოჩი კოშით დასრულების და რეიტინგში მცირედი წინსვლის შანსს ინარჩუნებდა.

ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე იაპონელი მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იყო. მასთან პირად შეხვედრებში ტოჩინოშინს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი ჰქონდა – 10:24, მაგრამ ბოლო ხუთ შეხვედრაში დამარცხებული ჰყავდა მეტოქე და დღეს წარმატების იმედს მის გულშემატკივრებს ესეც აძლევდა.

სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა, ტოჩინოშინი დამარცხდა და ჰარუ ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე მაკე კოში გაიფორმა.

ძნელი წარმოსადგენია, რომ დარჩენილ ორი შეხვედრაში ლევანის დამარცხების შემთხვევაშიც კი ტოჩინოშინი მომავალ ბაშოს ჯურიო დივიზიონში შეხვდეს, თუმცა ცხადია, რომ ორივე შეხვედრის წაგების შემთხვევაში იგი მე-9 მაეგაშირად რანგიდან რამდენიმე საფეხურით დაეშვება და ნაცუ ბაშოზე (მაისში, ზაფხულის ბაშოზე) მინიმალური კოცი კოშის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი მაკუცი დივიზიონის დატოვება მოუწევს.

ჰარუ ბაშოს 11-11 გამარჯვებით იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ და მე-13 მაეგაშირა აოიამა ლიდერობენ. მათ კვალში 10-10 გამარჯვებით უდგანან სეკივაკე ასანოიამა, მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმი და მე-9 მაეგაშირა ტაკანაშო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად