ლევან გორგაძე იუტაკაიამა დაამარცხა და ბალანსი მცირედით გამოასწორა (ვიდეო)

დღეს, ოსაკაში, ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა, მეთოთხმეტე დღის შეხვედრები გაიმართა

მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე მე-3 მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიამა იყო. ტოჩინოშინმა შეძლო გამკლავებოდა მეტოქის იერიშს და კატასუკაშის ილეთით დაამარცხა იგი.
 
ბოლო, მეთხუთმეტე დღის წინ ტოჩინოშინმა ოდნავ გამოასწორა ბალანსი და ხვალ წარმატების შემთხვევაში ბაშოს მინიმალური კოცი კოშით დაასრულებს და რეიტინგში დიდ უკუსვლას დააღწევს თავს.
 
დღევანდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ბაშო სიურპრიზით არ დასრულდება და მისი გამარჯვებული ორი იოკოძუნადან ერთ-ერთი იქნება. ხვალ ერთმანეთს ლიდერები, 12-12 გამარჯვების მქონე ჰაკუჰო და კაკურიუ შეხვდებიან და გამარჯვებული იმპერატორის თასის მფლობელი გახდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად