ლევან გორგაძე ისევ ოძეკია! (ვიდეო)

დღეს, ტოკიოში, “რიგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ნაცუ ბაშოსმეთოთმეტე დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ იოკოძუნა კაკურიუ (მონღოლეთი, ბალანსი ბაშოზე 10-3, ბალანსი ლევანთან 26-3) და სეკივაკე ტოშინოშინი წარდგნენ.

ორივე რიკიშისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა ტოცინოშინის გამარჯვებით დასრულდა.

ლევანი ისევ ოძეკია!

იმპერატორის თასის მფლობელი კი ლევანის გამარჯვების წყალობით ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გუშინ მსაჯების სულ მცირე საეჭვო გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადებული ასანოიამა გახდა

დღესვე ჯურიო დივიზიონში გაგამარუ იორიკირით დამარცხდა იაპონელ ცურუგიშოსთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...