ლევან გორგაძე ბრწყინვალედ ასპარეზობს (ვიდეო)

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ (ჯურიო N7) კოტოიუკი (ჯურიო N6) ხატაკიკომით დაამარცხა და ითხი დღის შემდეგ სამი მოგება აქვს.

მაკუჩი დივიზიონში ტოჩინოშინი დასავლეთის მე-3 მაეგაშირას, მონღოლ ტამავაშის (188სმ, 173კგ, ბალანსი ლევანთან 10:17) შეხვდა. მეტად დაძაბულ შეხვედრაში ლევანმა ორჯერ შეძლო ტამავაშის ძალზე სახიფათო შეტევის მოგერიება და საბოლოოდ გამარჯვების სასწორი თავის მხარს გადახარა.

ლევან გორგაძე ბრწინვალედ ასპარეზობს, მას ოთხი შეხვედრიდან ოთხი მოგება აქვს

ტოჩინოშინი ხვალ N1 მაეგაშირას, იაპონელ ჰოკუტოფუჯის (184სმ, 163კგ). ურთიერთშეხვედრებში ორჯერ, 2017 წლის ივლისში და სექტემბერში, ტოჩინოშინმა გაიმარჯვა, 2018 წლის ნოემბერში და წელს ორივე ბაშოზე კი – ჰოკუტოფუჯიმ.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...