ლევან გორგაძე აკი ბაშოზე მესამედ დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეოთხე დღის შეხვედრები გაიმართა.

დღეს ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მე-5 მაეგაშირა, 33 წლის იაპონელი ტაკარაფუჯი (სიმაღლე 185 სმ, წონა 166 კგ) იყო. აქამდე ურთიერთშორის ჩატარებული 19 შეხვედრიდან ტოჩინოშინს 12 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. 2017-2020 წლებში გამართული ექვსი შეხვედრიდან 6-ივე ტოჩინოშინმა მოიგო, ექვსივე სხვადასხვა ილეთით.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა ვერ შეძლო ტაკარაფუჯისთან წარმატებული სერიის გაგრძელება და ზედიზედ მეშვიდე შეხვედრის მოგება და ოთხი დღის შემდეგ ბალანსი 1:3 გაუხდა.

ხვალ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას, 30 წლის იაპონელ ტაკაიასუს (სიმაღლე 187 სმ, წონა 175 კგ) შეხვდება. ყოფილი ოძეკების ურთიერშეხვედრებში წინ ტაკაიასუა – 13:8. ბოლო 4 შეხვედრა ტაკაიასუს გამარჯვებით დასრულდა. მომდინარე ბაშოზე ტაკაისუს ბალანსია 3:1.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად