ლევან გოფოძე: სხვა ქვეყნებში პრობლემები, ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობამ განაპირობა, ჩვენ ამისთვის ვემზადებით

სხვა ქვეყნებში პრობლემები, ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობამ განაპირობა, ჩვენ ამისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“როგორც კი გამოცხადდა ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროება, რესპუბლიკური საავადმყოფო იმ დღიდან ემზადება პიკისთვის, რომელიც, როდის დადგება, ამის განსაზღვრა ძნელია. თუმცა, ჩვენი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ უახლოესი 2-3 კვირა ამ თვალსაზრისით ძალიან რთული იქნება. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს 120 საწოლი, რომელთაგან 50 საწოლი რეანიმაციულია. რაც შეეხება დანარჩენ სექტორებს, ისიც მზად არის პაციენტების მისაღებად, რომელსაც არ ესაჭიროებათ რეანიმაცია, მაგრამ ინტენსიურ დაკვირვებას საჭიროებენ, ან დარეაჟება იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ცხელება, პნევმონიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰოსპიტალური სექტორის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა, რაც სხვა ქვეყნებში განვითარდა, სწორედ ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობით იყო განპირობებული. იგივე იტალიელები ბევრს წერენ, რომ იტალიის ჯანდაცვა ვერ მოემზადა ასეთი დატვირთვებისათვის. ის იყო ინდივიდზე ორიენტირებული და უნდა ყოფილიყო მასიური პაციენტების მიღებაზე, ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი ამისთვის ემზადება და თუ რაღაცა ექსტრაორდინალური არ მოხდა, ვფიქრობ, თავი უნდა გავართვათ ამას”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად