ლევან გოფოძე​: რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით შემოსულ პაციენტებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაგზავნილი 15 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიური აღმოჩნდა.

“გაკეთდა 15 ანალიზი და თხუთმეტივე პაციენტს ნეგატიური აქვს COVID-19-ის ინფექციაზე პასუხი, ასე რომ ამ წუთას ჩვენ ინფიცირებული პაციენტი არ გვიწევს კლინიკაში. მიმდინარეობს მკურნალობა იმ პაციენტის, რომელიც მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით იქნა გადმოყვანილი,”- განაცხადა გოფოძემ.

ლევან გოფოძე საავადმყოფოში პაციენტების მიღების წესსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითდინებით პაციენტების მიღება არ ხდება:

“რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას,”- აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად