ლევან გოფოძე: COVID-19 სამ პაციენტს გამოუვლინდა, მიმდინარეობს მკურნალობა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

“ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტია. მოგეხსენებათ, გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს გამოუვლინდა COVID დადებითი. ესენი მოთავსებულები არიან იზოლირებულად და მიმდინარეობს მკურნალობა. უნდა ავღნიშნო, რომ არცერთ ამ პაციენტს ეს დაავადება მძიმე ფორმით არ აქვს გამოვლენილი,”- განაცხადა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად