ლევან გოგიჩაშვილი რომან კაკულიას: მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ პარლამენტში თუ რა კულტურაა მაინტერესებს?!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვილსას ერთმანეთს სიტყვიერად დაუორისპირდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 6 თვის წინ მის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” გადადო, მთავრობის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი კი, დაჩქარებული წესით განიხილება.

“რა სტანდარტს აჩვენებს „ქართული ოცნება“?! ამით რას აჩვენებთ, რომ ძალიან მაგრები ხართ და ჩვენ გადაგვიგრიხეთ ხელები?! მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ რა კულტურაა მაინტერესებს?!”, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

რომან კაკულია: ჩემს კომიტეტს განხილული აქვს თქვენი კანონპროექტი…

გოგიჩაიშვილი: თქვენ რომ გელაპარაკებით, ვგულისხმობ იმ საქციელს, რასაც აკეთებთ და სადიხართ.. ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას”, თუ გაინტერესებს…

კაკულია: ვერ გავიგე, რა ხელის აქნევაზე მელაპარაკები. დაარეგულირე ტონი, შენზე ნაკლები მაქვს თუ რა არის?რაში ჯდება თქვენი საქციელი?

გოგიჩაიშვილი: თქვენი საქციელი რაში ჯდება? გებნებით, ვინც ხართ. როგორც იქცეოდნენ ისინი, ისე იქცევით თქვენც…

კაკულია: ჩხუბი გინდა…

გოგიჩაიშვილი: ჩხუბი კი არ მინდა, ყველამ უნდა გაიგოს, ვინც ხართ. ეს თუ არის თქვენი მორალური სტანდარტი ძმაო, ეს არის სახელწმიფოს დეგრადაცია. რა სამართალი უნდა ნახოს ვინმემ ამ ქვეყანაში!

კაკულია: ძალიან გთხოვ, ტონი დაარეგულირე, ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი. რას მიძაბავ ტონს, ვერ გავიგე, შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა გინდა, ტო! ძალიან გეშლება თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ტონი მაქვს, ან სხვა რამე და დააყენე ახლა ერთი ადგილი. გეუბნები, მხარი დაგიჭირე მეთქი და რას მიკითხავ ლექციას! დაიცადე ბოლომდე და შედეგი მერე ნახე!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად