ლევან გოგიჩაიშვილი: ვანო მერაბიშვილმა დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა

ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

“ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ტყუილად ვწვალობთ, საარჩევნო მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ. უცებ ვანო მერაბიშვილი გამოდის და გვთავაზობს, მარტივ რეცეპტს ხელისუფლების შეცვლას, დამხობით. სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი”-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად