ლევან გოგიჩაიშვილი: თუ საჭიროა, ჩვენ ნებისმიერ ტალახს ავიტანთ

„თუ საჭიროა, ჩვენ ნებისმიერ ტალახს ავიტანთ, ნებისმიერ კრიტიკას ავიტანთ.მთავარია მიზანი შესრულდეს. დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი, ამ პარლამენტში წყდება,“- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა მოსამართლეთა 10-კაციან სიაზე საუბრისას.

“თუ საჭიროა, ჩვენ ნებისმიერ ტალახს ავიტანთ, ნებისმიერ კრიტიკას ავიტანთ.მთავარია მიზანი შესრულდეს.დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი, ამ პარლამენტში წყდება.

ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ, არ გამრიცხავენ, შემაქებენ, მედალს ჩამომკიდებენ თუ რას იზამენ, ეს არის მეათასე ხარისხოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი. ჩვენ ამას ვეძახით სასამართლოს მომავლის გადარჩენას. კი ბატონო, თუ ამას ჰქვია ბრძოლა სასამართლოს მომავლის გადასარჩენად, იყოს ბრძოლა სასამართლოს გადასარჩენად,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...