ლევან გოგიჩაიშვილი: შსს ემსახურება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს, ვიდრე თავის ბუნებრივ ფუნქციებში ზის

“მთავარი მოტივაცია, რისთვისაც დავაყენე შს მინისტრის გადადგომის საკითხი, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სხვა საქმეებით დაკავებული და მისი ბუნებრივი ფუნქცია, იზრუნოს გამოძიებაზე, დახარჯოს რესურსი, რასაც ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან ვაძლევთ, იყოს პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებული ადამიანის უფლებებსა და ინტერესებზე მორგებული. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოერგო “ქართულ ოცნებას”.

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია “ჩვენი სქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ “პირველის” “დღის ამბებში” განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური განცხადება და საპარლამენტო კონტროლი გულისხმობს იმ პროცესების შფასებას, რაც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“პარლამენტი ვერ ერევა გამაოძიების დეტალებში, მაგრამ პარლამენტს საქვს პოლიტიკური კონტროლის უფლებამოსილება. როგორც პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი, ვახორციელებ ჩემი საპარლამენტო კონტროლის კომპონენტს და ვითხოვ მინისტრის გადადგომას, რომელიც დღეს უფრო ემსახურება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს, ვიდრე თავის ბუნებრივ ფუნქციებში ზის”, -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში არაფერი არ გამოვიდა, ის გადაიქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად “ქართული ოცნების” დღევენდლი მოცემულობისთვის.

“როდესაც გავხდი პარლამენტის წევრი, თავიდანვე ვაყენებდი საკითხს კრიმინალური პოლიციის რეფორმაზე. არასდროს, არც ერთი ხელისუფლების დროს კრიმინალურ პოლიციას რეფორმა არ შეხებია. ზუსტად ის კრიმინალური პოლიციაა იმ მეთოდებით, უასუხისმგებლობით, არაპროფესიონალიზმით. საიდან ჩამოყალიბდა ეს არაპროფესიონალიზმი? წინა ხელისუფლებას არ სჭირდებოდა ბევრი არაფერი, ისინი რეაგირებდნენ კონკრეტულ შედეგზე და  ის მოსამართლე ჩვეულებრივად, ყველაფერს “უპრავებდა”, რომელიც დღეს “ქართულმა ოცნებამ” დატოვა. მთელი სისტემა კეთილ ნებაზე იყო ჩამოკიდებული და ეს კეთილი ნებაც გაქრა. შსს გადაიქცა  პოლიტიკურ ინსტრუმენტად “ქართული ოცნების” დღევანდლი მოცემულობისთვის. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულია იმით, როგორ გაიყვანოს, მაგალითად კონცელიძე ბათუმში მაჟორიტარად, როგორ დაეხმაროს ხოჯევანიშვილს, გორში გახდეს მაჟორიტარი”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად