ლევან გოგიჩაიშვილი: ქვეყნის მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის კერძო დღის წესრიგი

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას დაესწრებიან.

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი კონკრეტულ პოლიტიკოსზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

“მიმაჩნია, რომ ქვეყნის ხვალინდელი დღე, სიმშვიდე და სწორი პოლიტიკური პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის კერძო დღის წესრიგი. ვაპირებ ამ პროექტის მხარდაჭერას. „ქართულ ოცნებას“ განხილვის დროს ძალიან დიდი დისკომფორტი ექნება, რადგან მოუწევთ იმ პოლიტიკური შეფასებების მოსმენა მათზე, რასაც ჩვენ ვფიქრობთ“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად