ლევან გოგიჩაიშვილი: ყველა კამპანია წყალს წაუღია, თუკი ადამიანები არ იქნებიან ჯანმრთელები. არ ვიცი, ვისგან გადამედო ინფექცია

“კორონავირუსი მძიმე ფორმებში არ მაქვს და ბოჭორიშვილის კლინიკაში გავდივარ მკურნალობას. სანამ გავიგებდი თუ რა მჭირდა, დილით როდესაც გავიღვიძე სიცხე მქონდა და ტესტის ჩასატარებლად ისე წავედი, ოჯახის წევრებთან შევეცადე კონტაქტი არ მქონოდა. ტესტის პასუხის გაგებამდე კი, თვითიზოლაციაში ვიყავი. წინა საღამოს არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ჩემი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, საბედნიეროდ, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. სხვა პირებს კი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ტესტირება უტარდებათ”.

ამის შესახებ პარლამენტის წევრმა  ლევან გოგიჩაიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ მას კორონავირუსი მძიმე ფორმებში არ აქვს და მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

რაც შეეხება მის მეუღლეს, რომელიც “TV პირველის” თანამშრომელია, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ის უფრო მსუბუქად არის, შვილებს კი ვირუსი არ დაუდასტურდათ.

“კორონავირუსი მძიმე ფორმებში არ მაქვს და ბოჭორიშვილის კლინიკაში გავდივარ მკურნალობას. სანამ გავიგებდი თუ რა მჭირდა, დილით როდესაც გავიღვიძე სიცხე მქონდა და ტესტის ჩასატარებლად ისე წავედი, ოჯახის წევრებთან შევეცადე, კონტაქტი არ მქონოდა. ტესტის პასუხის გაგებამდე კი, თვითიზოლაციაში ვიყავი. წინა საღამოს არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ჩემი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, საბედნიეროდ, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. სხვა პირებს კი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ტესტირება უტარდებათ,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით,  პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა”, რომლის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია, საარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

“ყველა კამპანია წყალს წაუღია, თუკი ადამიანები არ იქნებიან ჯანმრთელები. შესაბამისად, ვიჩენთ პასუხისმგებლობას და იმედი მაქვს, ანალოგიურ სიტუაციაში ყველა ასე მოიქცევა. მე როდესაც გამოვჯანმრთელდები, ჩავერთვები კამპანიაში, სხვებიც ასე მოიქცევიან. მანამდე კი, ონლაინ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რას უკავშირებს ლევან გოგიჩაიშვილი ინფიცირების შემთხვევას და რამდენად ფართოა მისი კონტაქტები:

“იმ პერიოდში, საიდანაც საჭიროა ავითვალოთ, მხოლოდ ოფისში ვიმყოფებოდი, შესაბამისად, წრე გარკვეულია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამომრჩეველთან შეხვედრა არ მქონია. რაც შეეხება ჩემი ინფიცირების წყაროს, არ ვიცი ვისგან გადამედო ინფექცია, მაგრამ თუ გადავრჩები და მე არ გავხდები სხვებისთვის პრობლემის შემქმნელი, ეს უმნიშვნელოვანესია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში გადამედო ვირუსი, თუმცა არ ვიცი და ვერ ვიტყვი ვერაფერს ჩემი ინფიცირების წყაროს შესახებ. პარლამენტში ყოფნისას ერთ ოთახში ვიყავი, ასევე, ვიმყოფებოდი ბიუროს სხდომაზე და იქ ჩემს კოლეგებთან მიწევდა ურთიერთობა და ასევე, მედიის წარმომადგენლებთან”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად