ლევან გოგიჩაიშვილი: პოლიტიკოსებისთვის ეს გადაწყვეტილება ხარაკირია

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერასთან და ამ თემაზე უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

“ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიტიკოსია და მან უნდა შეინარჩუნოს საკუთარი სახე და რეპუტაცია ისე, რომ ელექტორალურად იყოს საინტერესო და არა ისე, რომ აიღონ და დასვან, მე ვამბობ იმაზე, ვისაც უნდა რომ საკუთარი თავი შექმნას, თავი დაიმკვიდროს და რაღაცა გავლენა ჰქონდეს, იმისთვის ეს გადაწყვეტილება ხარაკირია. ესეც ხომ ნების თავისუფლებაა, თუ ადამიანს უნდა რომ ხარაკირი გაიკეთოს, მე ამაში ვეცდები რომ ხელი შევუშალეთ პარასკევს ეს საკითხი არ დადგა კენჭის საყრელად, მაგრამ თუ ახლა თავს იკლავს და გინდა თუ არა გამიშვით…” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...