ლევან გოგიჩაიშვილი: ფრზა-“გოგიჩაიშვილო, ნუ დაგვაბრუნებ წარსულში” წლის ფრაზაა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში უზენაესის კანდიდატებთან საუბრისას განაცხადა.

“დღევანდელი მოცემულობით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სია პარლამენტში ვერ გადის. იუსტიციის საბჭოს წევრებისდა სამწუხაროდ. იმ ადამიანების სამწუხაროდ, რომლებმაც მანტიები გაისახდეს და პოლიტიკურ ველზე შემოიჭრნენ პირდაპირი მნიშვნელობით. უკვე ისეთ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებენ, პასუხის გაცემაც კი არ მინდა ხოლმე. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან. უბრალოდ არ გამოდის პასუხის არგაცემა.

გოგიჩაიშვილო, ნუ დაგვაბრუნებთ წარსულში, ეს ჩემი აზრით წლის ფრაზაა. მე უნდა დავაბრუნო წარსულში მეთოფიშვილი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მსახური იყო. არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შეიძლება არ ჰქონდეს მიღებული. ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო, როდესაც დააკავეს დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და თუ არ ვცდები ირაკლი კორძაია. იყო კანონი, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან 20 მეტრის რადიუსში აქცია არ უნდა გაგემართა. დააკავეს ეს ადამიანები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო პოლიციამ, წაიყვანეს. 3 ადამიანი იხილავდა. ერთ-ერთი იყო მეთოფიშვილი, მეორე გვრიტიშვილი, მესამე აღარ გვახსოვს. იყო მოთხოვნა, რომ დაკითხეთ ჟურნალისტები, რომ 20 მეტრში კი არ ვდგავართ, 100 მეტრში ვდგავართ, ან ამოიღეთ კადრები. ამის მიხედავად არ მიიღო მან ეს ცნობად და ამ ადამიანებს მიუსაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა თუ ჯარიმა… ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს ადამიანი იყო დავალებების შემსრულებელი. მას არასოდეს უმოქმედია კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...