ლევან გოგიჩაიშვილი ნოდარ ხადურს პარლამენტში იბარებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი თბილისში გარე რეკლამის საკითხზე პარლამენტში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნოდარ ხადურს იბარებს.

“დღეს, ფაქტობრივად ინტერეს-სინდიკატი მართავს გარე რეკლამებს ქალაქში, რომელიც ერთი მხრივ, გადასახადებს უმალავს საზოგადოებას, მეორე მხრივ, პარლამენტში ეძებს საკუთარ ლობისტებს, რომ საჯარო ინტერესის კანონპროექტი ჩააგდოს, მერიაში ფესვები აქვს გადგმული, იწევენ, რომ გახდნენ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელები.

კარგად არიან და ეს კარგად ყოფნა პირველ რიგში, ურტყამს ჩვენს საზოგადოებას, საშუალო ბიზნესს და ბიუჯეტს. ნოდარ ხადურს ვთხოვ, მობრძანდეს პარლამენტში და მოგვიყვეს, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე, ირღვევა თუ არა კანონი, კარგავს თუ არა ბიუჯეტი თანხებს”. – ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ დედაქალაქში გარე რეკლამა 20- წლიანი მონოპოლიით გადაცემულია ჯგუფზე, რომელსაც მერია ლობირებს და ლობისტები ჰყავს პარლამენტში.

“ეს ის ჯგუფია, რომელსაც თქვენ ლობირებდით ბატონო ირაკლი, იმისათვის, რომ აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებული პროექტი ჩავარდნილიყო. ეს ის ჯგუფია, რომელსაც სავარაუდოდ, ლობირებს ქალაქის მერია, რომელმაც ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე მას 20-წლიანი ექსკლუზიური მონოპოლია მისცა, რომ განათავსოს რეკლამები.

ეს მაშინ, როცა მერიას არ აქვს ინფორმაცია რამდენი კვადრატული გარე რეკლამა არის ზოგადად ქალაქში. სავარაუდოდ, ხდება ძალიან დიდი თანხების ბიუჯეტისთვის დამალვა. მინდა ამ ტრიბუნით ვისარგებლო და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნოდარ ხადურს მივმართო, მობრძანდეს პარლამენტში, სასურველია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში.

მოვითხოვოთ გავერკვეთ რეალურად რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. გარე რეკლამას მართავს სინდიკატი, რომელიც მალავს გადასახადებს და პარლამენტში ეძებს ლობისტებს, რათა საჯარო ინტერესის კანონპროექტი ჩავარდეს. იწევენ, რომ გახდნენ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელები.

ისინი კარგად არიან და მათი კარგად ყოფნა საზოგადოებას, საშუალო ბიზნესსა და ბიუჯეტს ურტყამს. ნოდარ ხადურს ვთხოვ, მობრძანდეს პარლამენტში და მოგვიყვეს, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე, ირღვევა თუ არა კანონი, კარგავს თუ არა ბიუჯეტი თანხებს. ასევე, თუ ვინმე მობრძანდება მერიიდან, მოვისმენთ რა პირობებით და დამსახურებით გახდა სააკაშვილის მსახური ბიზნესმენი დღევანდელ ხელისუფლებაში ძალიან მიღებული”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...