ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო, საკონსტიტუციო ცვლილებები ისედაც გავა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო, საკონსტიტუციო ცვლილებები ისედაც გავა.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ფრაქცია მზად არის, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი საარჩევნო სივრცე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფრაქცია მზად არის, დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველანაირი დათქმების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს არჩევნები, სადაც ადამიანები შეძლებენ, ზედმეტი ემოციების გარეშე, პრაგმატულად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება, მათი აზრით, მათი ქვეყნის მომავალი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.

როგორც პოლიტიკოსს, მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით ამას ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება“. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმები საერთოდ არ არის საჭირო. თუ ისინი არ აპირებენ მხარდაჭერას, ნუ დაუჭერენ, ეს ცვლილებები ისედაც გავა. ჩვენთვის მთავარია მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად