ლევან გოგიჩაიშვილი: ნათია თურნავა აუცილებლად უნდა გადადგეს

“მე ვფიქრობ, რომ თურნავა უნდა გადადგეს”-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს

“მე ვფიქრობ, რომ თურნავა უნდა გადადგეს აუცილებლად იმიტომ, რომ ის არის დანიშნული იმ ოდიოზური ბიზნესმენების მიერ და იმ კორუფციული ინტერესებით არის დანიშნული ეს ადამიანი, რომ ზუსტად ასეთი პროექტებისთვის ხელი მოეწერა. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერზე დავსვათ კითხვა, უბრალოდ მას შეუძლია, გაგვცეს ან არ გაგვცეს პასუხი. მაგრამ თუ ის პრემიერ-მინისტრია, მას თუ აქვს რაღაც თავმოყვარეობა, ვფიქრობ, რომ ყველაზე ისეთი კითხვაზეც, რომელზეც ის ჩათვლის, რომ არ არის საინტერესო, უნდა გასცეს პასუხი. ან დადგეს ტრიბუნასთან და გასცეს კითხვებს პასუხი ან საერთოდ ნუ მოდის, არავის არ სჭირდება ასეთი პრემიერმინისტრის გამოჩენა საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...