ლევან გოგიჩაიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვლია

“დღევანდელი გადმოსახედიდან კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვლია.”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა 2020 წლის არჩვნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.

“დღევანდელი გადმოსახედიდან კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვლია. თუ ეცდებიან მედიების დახურვას, ადამიანების პირის მოკერას, ადამიანების დაკავებას, შევიწროებას და დევნას, შეიძლება რაღაც მომენტში ილუზიურად არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველაფერი აქეთ მიდის. მთავარი თამასა არის არჩევნები. ძალაულფებისთვის კეთდება ყველაფერი. ადამიანების გაწევა და განეიტრალება ცუდია. ფაქტობრივად უკან ვბრუნდებით.”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...