ლევან გოგიჩაიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება სიბრიყვედ მიმაჩნია

“ოქრუაშვილი გარეთ იქნება თუ შიგნით, ვერანაირ პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის, რაც არ უნდა მას გულშემატკივრობდეს, მისი დაკავებაც სიბრიყვედ მიმაჩნია.”,-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

“ყველაფერს თავის ლოგიკა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ ამ ორმა სუბიექტმა დაკარგა შინაარსი და არის მარტო ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ორი სუბიექტი ერთმანეთს ებრძვის, ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად წაგებულები არიან საქართველოს მოქალაქეები.

ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ორპოლუსიანობა დამთავრდეს ქვეყანაში, თორემ ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში ამაზე ბევრ უარეს რამეს გააკეთებს და უფრო მეტ სიბრიყვეს ჩაიდენს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...