ლევან გოგიჩაიშვილი: ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი აკო მინაშვილი

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი იარაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მას “ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ ახსენდება”.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ირაკლი კობახიძე ვულგარულ პოლიტიკოსად გადაიქცა.

“მისი ლექსიკა არის ძალიან ვულგარული. არავის მოსწონს მისი არც პოლიტიკური აქტივობა და მითუმეტეს, ახლა ძალიან ვულგარული გახდა მისი ლექსიკაც. შესაბამისად, ვერაფერს მოვითხოვ. მაღალ სტანდარტს ვერ მოითხოვთ კობახიძისგან, იმიტომ, რომ მას მაღალი მორალური სტანდარტები არ გააჩნია. ის არის ჩვეულებრივი აკო მინაშვილი”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად