ლევან გოგიჩაიშვილი: იქით ძველი დიქტატორი იმუქრება, აქეთ ახალი ტიპის ავტორიტარული რეჟიმი შეიქმნა

ნურასდროს გამაიგივებთ იმ ერთობასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობაა”, “ქართულმა ოცნებამ” ზუსტად იმ სტილში ჩაატარა არჩევნები, რა სტილშიც ისინი ატარებდნენ. ეს იყო ტოტალური და მასშტაბური გაყალბება, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

“პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს იყო სამარცხვინო არჩევნები. არ მქონდა მოლოდინი, რომ ასეთი სიმძიმის არჩევნები იქნებოდა. ნურასდროს გამაიგივებთ იმ ერთობასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობაა”, ეგ არ მოხდება. “ქართულმა ოცნებამ” ზუსტად იმ სტილში ჩაატარა არჩევნები, რა სტილშიც ისინი ატარებდნენ, მაგრამ ასე ჩატარდა. ეს იყო ტოტალური და მასშტაბური გაყალბება. ყველა კომპონენტით – ქუჩა იქნებოდა, მოსყიდვა თუ ადმინისტრაციული რესურსი თუ გაჯიუტება რომ არ გადავთვალოთ. ყველა ის ტექნოლოგია გამოიყენა, რასაც მისი წინამორბედები იყენებდნენ.

მძიმე და აბსოლუტური საგიჟეთია, როდესაც 2020 წელს ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი წყალში გადაიყარა. იქით ძველი დიქტატორი იმუქრება, აქეთ ახალი ტიპის ავტორიტარული რეჟიმი შეიქმნა. როგორც ჩანს, სამწუხაროდ საქართველო არჩევანს ორ ადამიანს შორის აკეთებს – სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად