ლევან გოგიჩაიშვილი: გვჭირდება პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა და არა სადღეგრძელოები საქართველოს პარლამენტში​

პრემიერ-მინისტრმა დღეს ინტერპელაციის მიღმა, თუ აქვს სურვილი საკუთარ საზოგადოებას ესაუბროს, უნდა გასცეს შეკითხვებს პასუხი. ეკონომიკის სამინისტროს  გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მმართველობა არის საერთოდ მოშლილი. დღეს გვჭირდება პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა და არა სადღეგრძელოები საქართველოს პარლამენტში.”
-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერის, ჯანდაცვის მინისტრისა და ცესკოს თავმჯდომარის მოსმენა იგეგმება.

​​”გასაგებია ინტერპელაცია, რეგლამენტი, მაგრამ ამოვიდეთ მოცემულობიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან. დღეს საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესი არის მოუსმინოს პრემიერ-მინისტრს. დიდი პატივისცემის მიუხედავად, სერგეენკოს დაბარება სპეციალურად მოხდა, რომ პრემიერი დროში ყოფილიყო შეზღუდული და კომფორტის სივრცე ყოფილიყო” -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად დავით სერგეენკოს პარლამენტში მოსვლა არარლევენტურია.

მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობში მოხდა ოთხი მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ქვეყანაში, რომელის შესახებ  მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს პასუხები.

“პანკისი, ეკონომიკის მინისტრის გაშვება, ახალი ეკონომიკის მინისტრის დანიშვნა, გუშინდელი გადაწყვეტილება. პრემიერმა დღეს ინტერპელაციის მიღმა, თუ აქვს სურვილი საკუთარ საზოგადოებას ესაუბროს, უნდა გასცეს შეკითხვებს პასუხი. ეკონომიკის სამინისტროს  გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მმართველობა არის საერთოდ მოშლილი. დღეს გვჭირდება პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა და არა სადღეგრძელოები საქართველოს პარლამენტში”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...