ლევან გოგიჩაიშვილი: გიორგი გახარია გახდა ილუზიის მსხვერპლი, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, ვერ შედგა და ის არა 20 ივნისს, არამედ პანკისის ხეობაში ჩატარებული გაუგებარი ოპერაციით დამთავრდა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრობის სურვილით იმდენად იყო შეპყრობილი, რომ ცდილობდა, ძალის დემონსტრირებით, ხერხემლის იმიჯის შექმნით ავტორიტეტი მოეპოვებინა უმრავლესობის წევრებში და სუსტი პრემიერის ფონზე თავად გამოჩნდებოდა ძლიერი, სადაც მან, ყველაზე მთავარი შეცდომა დაუშვა.
“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პარტიის თავმჯდომარემ სხვადასხვა ადამიანებს გაუჩინა იმის ამბიცია, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ მოიპოვებს მის კეთილგანწყობას. გიორგი გახარია იყო ავტორი ნარკოტიკის ლეგალიზაციის. ამას წყალი არ გაუვა, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ამ იდეის ინიციატორი, მისმა მოადგილემ, მეზვრიშვილმა წარმოადგინა უმრავლესობის სხდომაზე კანონპროექტის პრეზენტაცია. პრემიერი კვირიკაშვილი ამას ეწინააღმდგებოდა. გახარია ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს. წარმოუდგენელი იყო, რომ ეს კანონპროექტი უმრავლესობაში გასულიყო. არ უნდა დავუკარგოთ ზვიად ძიძიგურს და სხვა ადამიანებს, რომ არ გავიდა საკითხი. გიორგი გახარია პრემიერობის სურვილით იმდენად იყო შეპყრობილი, რომ ცდილობდა, ძალის დემონსტრირებით, ხერხემლის იმიჯის შექმნით ის ავტორიტეტს მოიპოვებდა უაპელაციოდ უმრავლესობის წევრებზე და სუსტი პრემიერი ფონზე ის გამოჩნდებოდა ძლიერი და ზუსტად ის ნაბიჯი გადადგა მან, სადაც ყველაზე მთავარი შეცდომა დაუშვა. გახარია 20 ივნისს არ დამთავრებულა, როგორც პრემიერობაზე მოფიქრალი ადამიანი. ის დამთავრდა პანკისი ხეობაში აბსოლუტურად ჩავარდნილი ოპერაციით. ვერაფერი ვერ გავიგეთ, იქ რა უნდოდათ”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია გახდა ილუზიის მსხვერპლი, რომ უს გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და ეს მისი ბრალი არ არის. მისი ბრალიც არ არის, ის იყო ილუზიის მსხვერპლი, რომ გახდება პრემიერ-მინისტრი. იყო ფეისბუკ-კამპანიები. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, დედაქალაქის მერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, ვინ უფრო მაგარ ემოციას გააკეთებდა, ვინ უფრო მაგარ ფოტოს დადებდა და ბოლოს მივიღეთ აბსოლუტური ქაღალდი. ერთიც, მეორეც და მესამეც დღეს არის ჰაერი, რომლის იქით არანაირი შინაარსი არ დგას -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად