ლევან გოგიჩაიშვილი: გაყალბებულ პარლამენტში რატომ უნდა შეხვიდე?! არალეგიტიმურ პარლამენტს არ შევეგუებით!

ეს არის ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ – ჩამოშლილი ინსტიტუციები, ჩამოშლილი პროკურატურა, დეპუტატებს გვისმენენ, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ყველაფერი ჩამოშლილია პროტესტის ერთადერთი ფორმა ბოიკოტი და რეჟიმთან წინააღმდეგობაა.

“2020 წელს ჩვენ არ შევეგუებით არალეგიტიმურ პარლამენტს და სურვილს ადამიანის, რომ ამ პარლამენტმა მიიღოს ლეგიტიმაცია. ერთადერთი რაღაც, რაც სწორად მიმაჩნია ესაა. ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არც 2008 წელს იყო არასწორი, მერე განვითარდა პროცესები, რამაც დაარტყა ოპოზიციას.

გაყალბებულ პარლამენტში რატომ უნდა შეხვიდე?! მეც არ მცემ პატივს, არც ამომრჩეველს სცემ პატივს და ეს მეტ პრობლემას გამოიწვევს. ერთადერთი გამოსავალი, რაც აიძულებს ხელისუფლებას, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს, ის ცარიელი ადგილებია, რაც პარლამენტში შეიქმნება, ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტია – მათ თქვეს სიტყვა, რომ არ შევლენ. ამიტომ, ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

ეს არის ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ – ჩამოშლილი ინსტიტუციები, ჩამოშლილი პროკურატურა, დეპუტატებს გვისმენენ. პროკურორმა ზრდილობის გულისთვის ერთხელ ხომ მაინც უნდა დარეკოს, რომ რა ხდება, ფორმალურად ხომ მაინც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე?! ჩემი და მარიამ ჯაშის საუბარი მოისმინეს. როცა ყველაფერი ჩამოშლილია პროტესტის ერთადერთი ფორმა ბოიკოტია და დანარჩენი – წინააღმდეგობა რეჟიმთან”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად