ლევან გოგიჩაიშვილი გახარიაზე: პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა?

“ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე”.

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა

„ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კარგი იქნება, თუ გახარიასგან მივიღებთ ისეთ პასუხებს, სადაც ის სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებლობას იღებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა, პასუხი მივიღო არის, ის პრემიერ-მინისტრია თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი ნელდება იმიტომ, რომ მენეჯერს ვერ მოსთხოვ პასუხს. ჩვენ გვინდა პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია პრემიერად. ამიტომ ჯერ გავარკვევთ ურთიერთობას, ვინ არის ის და რა ფუნქციით არის მთავრობაში“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, მაისი-ივნისის თვეში, ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან.

პრემიერ-მინისტრი მაისის თვეში ორჯერ იყო პარლამენტში. მან წარმოადგინა ერთი – ის პერიოდი, როდესაც „კოვიდ-19“-ისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას მართავდა მთავრობა, ასევე იყო ინტერპელაციის წესით წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად