ლევან გოგიჩაიშვილი: ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა რევანშისგან დავიცვათ!

ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა რევანშისგან დავიცვათ! ასე მოვიქეცით, როცა “ნაცმოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო რეფორმის ჩაგდება გადაწყვიტეს, – ამის შესახებ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს “ჩვენ საქართველოს” ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას მანდატი დაეკარგება. ეს პირდაპირ აისახება მანდატში. ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიცვათ რევანშისგან. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ასე მოვიქეცით საკონსტიტუციო განხილვის დროს, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციური რეფორმა ჩაეგდოთ. ისინი მოიქცნენ დესტრუქციულად და ჩვენ გადავარჩინეთ პოლიტიკური პროცესი ძალიან მძიმე რეალობისაგან.

ასევე ვაპირებთ იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყანას დაიცავს კონკრეტული რევანშისტული ძალებისაგან, მაგრამ ეს რომ განახორციელო, ამისთვის გჭირდება კონკრეტული მანდატები საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად