ლევან გაჩეჩილაძე: მაქვს გამოცდილება,როგორ გახდეს ორგანზიაცია ფინანსურად სტაბილური

„ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით იმაზე, რომ იყოს ეთერის უწყვეტობა, ეთერის უწყვეტობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაესტროს რეიტინგისთვის და მაესტროს შემოსავლისთვის",-ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომელიც მაესტროში დღეს ბაია გადაბაძეს, ასევე ჟურნალისტების ნაწილს შეხვდა.


"აქედან გამომდინარე ჩვენ ვთხოვეთ კოტე გოგელიას ადვოკატს და მაკა ასათიანის ადვოკატს, რომ თუ იჯარის ხელშერულება გაგრძელდება ჩვენთვის პრიორიტეტულად ეს არის მისაღები და თუ არ გაგრძელდება მაშინ ჯანსაღ და ლოგიკურ დროს ჩვენ მოვახერხებთ ზუსტად იგივე ეთერით და ზუსტად იგივე სატელევიზიო კონტექტით სხვა შენობიდან გასვლას, რადგან პირველ რიგში არ დაზიანდეს მაესტროს და მისი თანამშრომლების ინტერესი.

როდესაც მე ვსაუბრობ ეთერის უწყვეტობაზე ეს ითვალისწინებს ყველაფერს, ითვალისწინებს სახელს, ითვალისწინებს ვინც იქ მუშაობენ, ითვალისწინებს რეიტინგს. მე რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა, ისინი არიან თან მაესტროს თანამშრომლები, თან არიან სხვა კომპანიების თანამშრომლები, მე ვუთხარი, რომ ყველას აქვს თავისი გზა და თავისი გადაწყვეტილება.

თავისუფალი ჟურნალისტიკა ნიშნავს იმას, რომ მითუმეტეს აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება, ვისაც არ მოუნდება მაესტროში მუშაობა არავითარი პრობლემაა, ძალიან დიდი წარმატებას ვუსურვებ თავის ჟურნალისტურ თუ სხვა გზაზე. მე იურიდიულად ვარ შპს „მაესტროს“ გენერალური დირექტორი მე ამ დღეებში გადმოვიბარებ ყველა იურიდიულ ფაქსიმელიას მათ შორის საბანკოს და სხვა დანარჩენს, მე წარვუდგენ ახალ ადამიანს ან ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ მოხდეს ადმინისტრაციული და ფინანსური სტაბილურობა, მთავარი მაესტროსთვის დღეს მნიშვნელოვანია ესაა ფინანსური და ადმინისტრაციული სტაბილურობა ჩემთვის.

მაესტროში არ უნდა მოხდეს რყევები, არ უნდა მოხდეს ძალადობა და არ უნდა მოხდეს მაესტროს დასაზიანებელი რაიმე კონკრეტული მოქმედება. აქედან გამომდინარე ის იქნება გარდამავალი პერიოდი დიდი სურვილი მაქვს რომ განხორციელდეს ამ ადგილზე, ამ მისამართზე განხორციელდეს თუ ამ მისამართზე არ განხორციელდება ძალიან ლოგიკურ დროს იგივე სტუდიებით, იგივე ეთერით და იგივე კონტენტით. შპს „მაესტროს“ „იმედთან“ აქვს დადებული სერიოზული ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს 10 მილიონან შემოსავალს წლის ჭრილში, თუ მისმა რეიტინგმა მოიმატა ეს თანხა გაორმაგდეს შეიძლება, და მეორეც, მე როგორც ყოფილ ბიზნესმენს მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის, როგორ უნდა გახდეს ესა თუ ის ორგანიზაცია არა მარტო ტელევიზია, ლიკვიდური და ფინანსურად სტაბილური.“-აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად