ლევან გაჩეჩილაძე: “მაესტრომ” “რუსთავი 2”-ის კარზე დაიწყო სირბილი

"რატომ არ გადაუფორმა გიამ თავისი წილები? ამის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ "მაესტრომ" დაიწყო სირბილი "რუსთავი 2"-ის კარზე. ექსკლუზიურად, რომ მიეყიდა მას მისი სარეკლამო დრო", – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა. 

"მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სარეკლამო დროის მიყიდვა ნიშნავს იმას, რომ "მაესტროში" შემოსავალი იქნება მხოლოდ "რუსთავი 2"-დან. ახლა ეს კონტრაქტი გაფორმებულია "იმედთან" და გაცილებით წყნარად ვარ. არჩევნების ბოლო დღეს, ეგზიტპოლების ჩვენება…

ხშირად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ "მაესტროს" მენეჯმენტი და "მაესტროს" რიგი დამფუნებლები იხედებოდნენ "რუსთავი 2"-ის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ "მაესტროში" დირექტორობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს არის ძალიან მნიშნელობანი ბრძოლის ველი დღეს საქართველოსთვის", – განაცხადა გაჩეჩილაძე.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...