ლევან დოლიძე: რაც დღეს პარლამენტის დარბაზში ხდება, ამით ვერ გვარდება ვერც ქვეყნის და ვერც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები!

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლევან დოლიძე პარლამენტში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“კიდევ ერთი დადასტურება, რომ მმართველი ძალის და ნაციონალური მოძრაობის მოქმედების ტაქტიკა არის ერთგვარი და ურთიერთსასარგებლო – ტყუილი, ყვირილი, ჩხუბი და ძალადობა! რაც დღეს პარლამენტის დარბაზში ხდება, ამით ვერ გვარდება ვერც ქვეყნის და ვერც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები!” – წერს ლევან დოლიძე “ფეისბუქზე”.

კომენტარები
იტვირთება...