ლევან დოლიძე: ბრიუსელში თვალითაც არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ლევან დოლიძე აცხადებს რომ “კურიერის”მიერ ღეს გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუ.

ლევან დოლიძემ გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილი არ უნახავს.

“როგორ გავაკეთო კომენტარი ასეთ პრიმიტიულ ტყუილებზე. მე იმ შფოთის და ნერვიულობის საფუძველზე რაც ხელისუფლებაში არსებობს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი წარმატებული ვიზიტის გამო. მათ შორის იმის გამო, რო ფაქტობრივად ხელისუფლება კონფრონტაციაშია შესული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარკვეულ ნაბიჯებს და სახელისუფლებლო პროპაგანდის ამოქმედებას ველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთ არაადეკვატურობას ნამდვილად არ ველოდი. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სამწუხაროდ მმართველ ძალას ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ ხალხზე, ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ ამომრჩეველზე, ძალიან ცდებიან, როდესაც გონიათ რომ ასეთ პრიმიტიულ ტყუილებს ვინმე დაიჯერებს.

ეს არის მცდელობა გადაფარონ ის მძიმე ვითარება რაც ახლა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეიქმნა და ასევ გადაფარონ ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომელიც ბატონ გიორგი გახარიას და ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვაშინგტონში.

როგორც ვატყობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ საერთო დღის წესრიგი აქვთ, ეს თვალნათელია უკვე. ეს სიახლეს არ წარმოადგენს და ჩვენ ვხედავთ იმ სრულ ჰარმონიას. რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს.

რაც შეეხება სასტუმროში ჩვენს ყოფნას, მინდა ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ერთად ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ.
ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით ბრიუსელში, მოგეხსენებათ გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე ჩამოფრინდნენ ბრიუსელიდან. მე იმავე დღეს, საღამოს ჩამოვფრინდი თბილისიდან.
ჩვენ სასტუმრო „მეიფლაუნში“ ნამდვილად შევხვდით ერთმანეთს, მხედველობაში მაქვს გიორგი გახარია, კახა ქემოკლიძე და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ აბსოლუტურად სხვა სასტუმროში, სადაც თვალითაც არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ერთ-ერთ შეხვედრაზე მე პირადად მივდიოდი, ვიჯექი მანქანაში, დავინახე რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორ მერე ფეისბუქზე მომივიდა ინფორმაცია, ის ვარჯიშობდა.
ეს არის ერთადერთი გადაკვეთა. არანაირი კავშირი.“ – განაცხადა ლევან დოლიძემ.

ცნობისთვის, “რუსთავი 2-ის ინფორმაციით გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

“რუსთავი 2-მა” გაარკვია, რომ შეერთებულ შტატებში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია “გაიქცა”.

სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა “კურიერმა” მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.

ასევე, ამავე სასტუმროში – The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან “რუსთავი 2-თან” კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები
იტვირთება...