ლევან დავითაშვილი: „უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომლის დაკავაებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სამართალდამცავებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს. მინდა განვაცხადო, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან.
ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურის და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ნდობას, რომელიც უწყების მთავარია მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად