ლევან დავითაშვილი: “თხილობა 2020“ კარგი ტრადიციის დასაწყისია, ეს იქნება ზეიმი, რომელიც ყოველ წელს საქართველოში

ლევან დავითაშვილი: „„თხილობა 2020“ კარგი ტრადიციის დასაწყისია, ეს იქნება ზეიმი, რომელიც ყოველ წელს საქართველოში, სამეგრელოში გაიმართება, სადაც ჩვენი შრომის შედეგის ჩვენება და ცოდნის გაზიარება შეგვეძლება“

„პატარა ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ – თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, ჩვენ შარშან, ორდუში გადავწყვიტეთ, საქართველოში თხილის ფესტივალის ჩატარება. იცით, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო – თხილის კულტურაში, სამი წამყვანი ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა.
ჩვენ თხილის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ვიზეიმეთ. პრემიერმაც აღნიშნა, რომ თხილი მხოლოდ სამეგრელოში არ მოგვყავს. მოგეხსენებათ, გურიაში, იმერეთში, კახეთში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თხილი ერთ-ერთი წამყვანი კულტურაა, თუმცა თხილის კულტურის მნიშვნელობა განსაკუთრებულია სამეგრელოს რეგიონისთვის შესაბამისად, სიმბოლური არის, რომ ყველა რეგიონში ჩატარებული ზეიმი-ზუგდიდში გვირგვინდება“, – განაცხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად